რაგბი

12:43 | 27.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის ბაზები გამოქვეყნდა

2015 წლის მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა – “ინგლანდ რაგბიმ” გამოაქვეყნა ის 41 ბაზა, რომლებსაც მონაწილე გუნდები 2015 წლის 18 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გამოიყენებენ.

ბაზების შერჩევა ღია ტენდერის საფუძველზე, 2013 წლის აპრილში დაიწყო. ტენდერის პერიოდში 100-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა.

2015 წლის მსოფლიო თასის ბაზები შედგება გარე და შიდა სავარჯიშო ობიექტებისგან, საცურაუ აუზისგან, სპორტული დარბაზისა და სასტუმროსგან. ობიექტებმა უნდა უპასუხონ საერთაშორისო სტანდარტებს და უნდა მდებარეობდეს ერთ ტერიტორიაზე ან ერთმანეთთან ახლოს უნდა იყოს განლაგებული. სელექციის პროცესში, საორგანიზაციო კომიტეტმა სამატჩო მოედნების ადგილმდებარეობაც გათვალისწინა.

რიგი სარაგბო კლუბებისა, სკოლებისა, უნივერსიტეტებისა და სპეციალიზირებული სავარჯიშო ობიექტებისა, ტურნირის მსვლელობისას მონაწილე 20 ნაკრებისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

“ინგლანდ 2015-ის” აღმასრულებელი დირექტორის, დები ჯევანსის თქმით: “როგორც მსოფლიო თასის საორგანიზაციო კომიტეტმა, ისევე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ტურნირის განმავლობაში ყველა გუნდს ჰქონდეს ოპტიმალური სავარჯიშო და საცხოვრებელი პირობები. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდი პატივია 41 ოფიციალური ბაზის დასახელება.

მე ასევე მინდა მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ბაზების შერჩევის პროგრამაში მონაწილეობდა. ბედნიერნი ვართ იმით, რომ მთელს ქვეყანაში ფანტასტიური ბაზების შერჩევა მოვახერხეთ და ეს დიდი ენთუზიაზმით შესრულდა. შეირჩა 41 მაღალი ხარისხის სამწვრთნელო ობიექტი, რომელიც გუნდებს სახლიდან შორს თავს ისე აგრძნობინებს, როგორც – საკუთარ სახლში.”

რაგბის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ, ბერნარ ლაპასემ დაამატა: “2015 წლის მსოფლიო თასი სამუდამოდ დარჩება მოთამაშეებისა და ქომაგების გულებში, აქედან გამომდინარე, მიხარია, რომ მონაწილეებისათვის შეირჩა საუკეთესო ბაზები. დეტალების მიმართ დიდი ყურადღება გამოარჩევს ამ მსოფლიო თასს და გადაიყვანს სულ სხვა დონეზე. შესაბამისად, გუნდების ბაზები ისე შეირჩა, რომ მონაწილეებს ხელმისაწვდომი ჰქონდეთ ყველაფერი რაც მათ დასჭირდებათ, რათა მსოფლიოში რაგბის ყველაზე დიდ ფორუმზე თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი წარმოაჩინონ”.

მილტონ ჰეიგი (საქართველსო ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “მსოფლიო თასი რაგბის უდიდესი ფორუმია და ჩვენ ბედნიერნი ვართ იმით, რომ ბინას დავიდებთ მასპინძელი ქვეყნის იმ რეგიონებში, სადაც რაგბი განსაკუთრებულად უყვართ. გარდა ამისა, ჩვენ მოგვეცემა ამ რეგიონების სტუმართმოყვარეობისა და კულტურის გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა”.

გიორგი ნიჟარაძე (რაგბის კავშირის პრეზიდენტი): “რაგბის მსოფლიო თასში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში, რომ 2015 წლის ინგლისის მსოფლიო თასი საუკეთესო იქნება აქამდე გამართულ მსოფლიო თასებს შორის. დიდი ბედნიერებაა მონაწილეობას იღებდე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სპორტულ ფორუმში, რომელიც რაგბის სამშობლოში იმართება. მჯერა, რომ ყველა იმ რეგიონში სადაც საქართველოს ნაკრები ბინას დაიდებს, ივარჯიშებს თუ ითამაშებს, ადგილობრივი სარაგბო თემი “ბორჯღალოსნებს” დაუდგება მხარში და უქომაგებენ”.

www.rugby.ge

0.114953