ფეხბურთი

18:18 | 12.10.2020 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ბოლო ორ საშინაო მატჩს ბათუმში ჩაატარებს

უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას საქართველოს ნაკრები ბათუმში, ახალ სტადიონზე ჩაატარებს. ყოველშემთხვევაში ასე წერია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე.

ჯერჯერობით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. საქართველოს ნაკრები ბათუმში 15 ნოემბერს, სომხეთს, ხოლო 18 ნოემბერს, ესტონეთის ნაკრებებს დაუხვდება. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ევრო 2020-ის პლეი-ოფის ფინალური მატჩი კი თბილისში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სტადიონი სექტემბერში უნდა გახსნილიყო, თუმცა ეპიდვითარების გამო გაურკევეველი ვადით გადაიდო. საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის C დივიზიონის მეორე ჯგუფში სამი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად პირველ-მეორე ადგილებს იყოფს. მომდევნო მატჩს ვლადიმირ ვაისის გუნდი 14 ოქტომბერს, სკოპიეში სწორედ მაკედონიელებთან გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.06376