ფეხბურთი

23:30 | 25.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკომ" ფლორენტინო ინათხოვრა

პორტუგალიის 21-წლამდელთა ნაკრების და ლისაბონის "ბენფიკას" საყრდენი ნახევარმცველი ფლორენტინო ლუიში 2020/21 წლის სეზონს იჯარის წესით "მონაკოში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია ლიგა 1-ის კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ფეხბურთელის იჯარაში "მონაკომ" 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა. ფლორენტინოს "არწივებთან" ხელშეკრულება 2024 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. "ბენფიკას" პირველ გუნდში ლუიში გასულ წელს დააწინარეს და 2019/20 წლების სეზონში ახალგაზრდა მოთამაშემ 18 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102417