ჭადრაკი

0:05 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

20-წლამდელებს ერთი ტური დარჩათ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში დასასრულს მიუახლოვდა საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი ვაჟთა და გოგონათა შორის.

ვაჟებში ჩემპიონობის საუკეთესო შანსი ირაკლი ბერაძეს (2379) აქვს, რომელმაც ბოლოსწინა მე-8 ტურში შავი ფიგურებით რევაზ ჭკუასელს (1858) სძლია და თავი 6.5 ქულას მოუყარა.

ბერაძის უახლოესმა კონკურენტი ნიკოლოზ ქუმსიაშვილი (2146) შავებითვე ოთარ მანგიაშვილს (1924) დაუზავდა და 6.0 ქულა მოაგროვა, მესამე ადგილზე კი ნოდარ ლორთქიფანიძეა (2240) 5.5 ქულით.

უკანასკნელ ტურში ბერაძე გიორგი ბოსიკაშვილს (1710, 5.0 ქულა) ეთამაშება, ქუმსიაშვილი – ალექსანდრე ებრალიძეს (2081, 4.5), შალვა ნადირაშვილი (2184, 5.0) კი – ლორთქიფანიძეს (2240).

გოგონათა ტურნირს 6.0-6.0 ქულით ნანი უნაფქოშვილი (2057) და ანა კუჭავა (2111) ლიდერობენ. ამ უკანასკნელმა ქულა უბრძოლველად მიითვალა, რადგანაც მონაწილეთა კენტი რაოდენობის გამო, მე-8 ტურში მეტოქე არ ჰყავდა, უნაქფოშვილი კი შავი ფიგურებით ნინო ჯალაღონიას (1702) დაუზავდა.

ბოლო ტურში კუჭავა ნატო იმნაძეს (2101, 5.5) დაუპირისპირდება, უნაფქოშვილი კი დაისვენებს და ქულა ასევე უბრძოლველად ერგება.

0.122872