ისტორია

16:30 | 1.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

2 აგვისტო მსოფლიო სპორტის ისტორიაში

 

 1952. დაიბადა ალენ ჟირესი. საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების,  “ბორდოს” (1970-86) და “მარსელის” (1986-88) ნახევარმცველი. ევროპის 1984 წლის ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. საფრანგეთის ჩემპიონი. საფრანგეთის პირველ დივიზიონში ჩატარებული მატჩების მეორე ადგილზეა (582). პირველ დივიზიონში გამოსვლისას გაიტანა 164 გოლი.  2004-2005 წლებში წვრთნიდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. 2006-10 წლებში გაბონის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, 2010 წლის ივნისიდან მალის ნაკრების თავკაცი იყო, 2013-დან კი სათავეში სენეგალის ეროვნულ გუნდს უდგას. 

მნიშვნელოვანი ფაქტები

1875. ლონდონში მსოფლიოში პირველი ციგურებით სასრიალო მოედანი გაიხსნა.

1906. პორტუგალიაში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “პორტუ”. კლუბმა 1987 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო, 2004 წელს კი, ჩემპიონთა ლიგა. 2003 წელს დაეუფლა UEFA-ს თასს.

1957. კანადელმა ბეისბოლისტმა გლენ გორბუსმა ბურთი 136 მეტრზე გადააგდო, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

1976. მონრეალის ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირის ფინალში გდრ-ის ნაკრებმა პოლონეთს 3:1 მოუგო.

1985. ბულგარეთის ქალაქ ვარნას საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის მეორე მატჩში, თბილისის “დინამომ” ადგილობრივ “სპარტაკს” 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი ბესიკ ფრიდონაშვილმა გაიტანა. “დინამო”: გაბელია, მიქაბერიძე, მახარაძე, გოგრიჭიანი (მესხი), არზიანი, კაკილაშვილი, სვანაძე, ჟორდანია (ფრიდონაშვილი), გურული (ბარათაშვილი), ცაავა, ჩქარეული. გუნდს დავიტ ყიფიანი წვრთნიდა.

1986. ამერიკელმა მძლეოსანმა ჯეკი ჯოინერ-კერსიმ ათჭიდში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7161 ქულა).

1991. დაფუძნდა საქართველოს სპორტის საწყალოსნო სახეობათა ფედერაცია. 1992 წლის 24 ივლისიდან საერთაშორისო სამოყვარულო ფედერაციისა და ევროპის საწყალოსნო ლიგის წევრია.

1994. მაროკოელმა სტაიერმა ნურედინ მორჩელიმ 3000 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:25,11).

1996. ჩეხი ნახევარმცველი პატრიკ ბერგერი დორტმუნდის “ბორუსიიდან” “ლივერპულში” 3 მილიონ 250 ათას გირვანქად გადავიდა.

2005. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ჩემპიონები გახდნენ მალხაზ ქურდიანი და გიორგი ნიკურაძე, ვერცხლის მედლები კი, მალხაზ ზარქუამ და ნიკოლოზ გაგნიძემ მოიპოვეს.

2005. ფორმულა-1-ის ფერარის სკუდერიამ გამოაცხადა, რომ 2006 წელს მის ღირსებას რუბენს ბარიკელოს ნაცვლად, ბრაზილიელი ფელიპე მასა დაიცავდა.

2006. ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში, ბოლნისის “სიონმა” თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სოფიას “ლევსკისთან” წააგო (0:2) და ასპარეზობას გამოეთიშა.

2007. UEFA-ს თასის გათამაშების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე მატჩში, რომელიც თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შედგა, “ამერმა” პოლონურ “ბელხატოვს” 2:0 მოუგო. ამ ანგარიშის მიხედვით პენალტების სერია ჩატარდა და ქართული გუნდი 2:4 დამარცხდა. თბილისის “დინამომ” კი, სტუმრად უგოლოდ დაასრულა შეხვედრა ლიხტენშტეინის “ვადუცთან” და რადგან პირველი მატჩი მოგებული ჰქონდა (2:0), შემდგომ ეტაპზე გააღწია.

2009. რომში დასრულებულ სპორტის საწყლოსნო სახეობათა პლანეტის ჩემპიონატზე 43 მსოფლიოს რეკორდი დამყარდა, რაც ამ სახეობების პლანეტის პირველობებზე ნაჩვენები ყველაზე მეტი რეკორდია. 

2009. 19 წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში უკრაინამ ინგლისელი თანატოლები 2:0 დაამარცხა. ეს უკრაინელ ფეხბურთელთა პირველი საერთაშორისო ტიტულია სანაკრებო დონეზე.

2010. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის 2011 წლის შესარჩევი ტურნირის A დივიზიონის სასტარტო მატჩში, თბილისში პოლონეთს 84:65 მოუგო.

2010. ლებრონ ჯეიმსის შემდეგ ნბა-ს “მაიამი ჰითში” კიდევ ერთი ვარსკვლავი, ოლიმპიური ჩემპიონი კრის ბოში გადავიდა. 

ამ დღეს დაიბადნენ

1924. ტროფიმ ლომაკინი. ძალოსნობაში 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 1960 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი. დამყარებული აქვს მსოფლიოს რამდენიმე რეკორდი.

1931. ვილიამ შროიფი. ჩეხოსლოვაკიის ფეხბურთელთა ნაკრების ნახევარმცველი. 1962 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი. ჩეხოსლოვაკიელებმა გადამწყვეტი მატჩი ბრაზილიელებთან წააგეს.

1934. კარლ სესილ კაინი. ამერიკელი კალათბურთელი. 1962 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1938. ივონ რეგი. შვეიცარიელი სამთო მოთხილამურე. 1960 წელს გიგანტურ სლალომში ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი გახდა.

1942. ლეო ბეენჰაკერი. წვრთნიდა ჰოლანდიის ფეხბურთელთა ნაკრებს და რამდენიმე ქვეყნის კლუბს. როტერდამის “ფეიენოორდს” ჰოლანდიის ჩემპიონობა სამჯერ მოაპოვებინა, ამდენჯერვე გაამარჯვებინა მადრიდის “რეალს” ესპანეთის პირველობაზე. 2006 წლის მუნდიალზე ხელმძღვანელობდა ტრინიდადისა და ტობაგოს ნაკრებს. 2008 წლის ევროპის პირველობაზე ბეენჰაკერი პოლონეთის ეროვნულ გუნდს წვრთნიდა. მან პირველად გაიყვანა პოლონელები ევროპის პირველობის დასკვნით სტადიაზე. სანაკრებო დონეზე მუშაობისას იგი დასახელებულია მსოფლიოს 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის.

1946. შენგელი ფიცხელაური. ძიუდოისტთა შორის (63 კგ წონითი კატეგორია) 1973 წლის მსოფლიოს პირველობის ბრინჯაოს მედლის მფლობელი. ევროპის სამგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 1974, 1975). ევროპის სამგზის მეორე (1971, 1973, 1975) და ბრინჯაოს (1974) პრიზიორი პირად ასპარეზობაში. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ძიუდოსა (1973) და სამბოში (1970). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. ღირსების ორდენის კავალერი. საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი.

1952. ალენ ჟირესი. საფრანგეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების,  “ბორდოს” (1970-86) და “მარსელის” (1986-88) ნახევარმცველი. ევროპის 1984 წლის ევროპის ჩემპიონი. მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. 1982 წლის მუნდიალის ნახევარფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 47 მატჩი, გაიტანა 7 გოლი. საფრანგეთის ჩემპიონი. საფრანგეთის პირველ დივიზიონში ჩატარებული მატჩების მეორე ადგილზეა (582). პირველ დივიზიონში გამოსვლისას გაიტანა 164 გოლი.  2004-2005 წლებში წვრთნიდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. 2006-10 წლებში გაბონის ეროვნულ ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, 2010 წლის ივნისიდან მალის ნაკრების თავკაცი იყო, 2013-დან კი სათავეში სენეგალის ეროვნულ გუნდს უდგას.

1954. სემი მაკილროი. ირლანდიის ფეხბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი. 1988 წლის ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

1968. შტეფან ეფენბერგი. გერმანიის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების, მიონხენგლადბახის “ბორუსიასა” (1987-90, 1994-98) და მიუნხენის “ბაიერნის” (1990-92, 1998-2002) ნახევარმცველი. მცირე ხნით თამაშობდა “ვოლფსბურგსა” და ყატარის “ალ არაბიში”. აშშ-ში, 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობისას არაეთიკური ჟესტის ჩვენების გამო, გერმანიის ნაკრებიდან დაითხოვეს. იყო გერმანიის ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადანაზღაურებადი მოთამაშე. მიუნხენელთა რიგებში გამოსვლისას 2001 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი. გერმანიის სამგზის ჩემპიონი (1999, 2000, 2000). ორჯერ ფლობდა გერმანიის თასს (1995, 2000), ერთხელ ქვეყნის სუპერთასს (1990).

1969. ფერნანდო კოუტუ. პორტუგალიის ნაკრების, “პორტოს”, “პარმას”, “ბარსელონას”, “ლაციოს” მცველი. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. პორტუგალიის ნაკრებში ჩაატარა 110 მატჩი, გაიტანა 8 გოლი. 1989 წელს ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა. “ბარსელონასა” და “ლაციოში” გამოსვლისას მოიგო თასების თასი (შესაბამისად 1997 და 1999 წლებში), პარმელებთან ერთად კი 1995 წელს უეფას თასს დაეპატრონა. “პორტოს” შემადგენლობაში სამ-სამჯერ მოიგო პორტუგალიის ჩემპიონობა და თასი. 1997 და 1998 წელს დაეუფლა ესპანეთის თასს. “ლაციოს” რიგებში გახდა იტალიის ჩემპიონი (2000), 2000 და 2004 წლებში კი მოიგო ქვეყნის თასი.

1970. დევიდ ჯეიმსი. ინგლისის ფეხბურთელთა ნაკრების, “ლივერპულის,” “ასტონ ვილას,” “ვესტ ჰემისა” და “მანჩესტერ სიტის” გოლკიპერი. მსოფლიოსა (2006, 2010) და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

1971. ედუარდ მოსკალენკო. რუსი ხელბურთელი. 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2000 წლის ევროპის პირველობის პრიზიორი.

1972. პოლ ბურკე. შვედეთის კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელი (188 სმ). ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

1973. სუზი ო’ნილი. ავსტრალიელი მოცურავე. გამოდიოდა ბატერფლაის სტილით ცურვაში. 1996 წლის ოლიმპიური  თამაშების ჩემპიონი. 1992 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი.

1974. ჟომე კუმასი. ესპანეთის კალათბურთელთა ნაკრების გამთამაშებელი (186 სმ).

1976. ჰასან შაში. თურქეთის ნაკრების, “ადანას,” “ანკარაგიუჯიუსა” და “გალათასარაის” ფეხბურთელი. მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონატის პრიზიორი. 2000 წელს დაეუფლა UEFA-ს თასს.

1980. კაია პეკერი. თურქეთის კალათბურთელთა ნაკრების მძიმე ფორვარდი-მეფარე (208 სმ).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114661