მსოფლიო სპორტის ისტორიიდან

14:04 | 21.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

1936 წლის 21 აგვისტოს დაიბადა ლეგენდარული კალათბურთელი უილტ ჩემბერლენი

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი (216 სმ). ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ორგზის ჩემპიონი (1967, 1972). 1960, 1966, 1967, 1968 წლებში დაასახელეს ასოციაციის საუკეთესო კალათბურთელად. 13-ჯერ ითამაშა “ყველა ვარსკვლავის” მატჩში. 1962 წელს “ნიუ იორკთან” თამაშისას 100 ქულა მოაგროვა. მთლიანობაში ნბა-ს მატჩებში მოპოვებული აქვს 31 419 ქულა და განახორციელა 23 924 მოხსნა. ჩემბერლენი დაახლოებით 100 რეკორდის მფლობელია. გამოდიოდა “ჰარლემ გლოუბთროთერზში” (1958-59), ფილადელფიისა და სან ფრანსისკოს “უორიორზში” (1959-64), “ფილადელფია სიქსერზში” (1965-68), “ლოს ანჯელეს ლეიკერსში” (1968-73), “სან დიეგო კონკისტადორში” (1973-74). უილტ ჩემბერლენი 1999 წლის 12 ოქტომბერს გარდაიცვალა.

0.121181