ფეხბურთი

3:47 | 30.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

9 წლის შემდეგ პირველად: "რეინჯერსმა" "სელტიკი" სტუმრად დაამარცხა (+VIDEO)

შოტლანდიის პრემიერშიპი 2019 წელს „ოლდ ფირმის“ დერბით დაიხურა, „სელტიკ პარკზე“, „სელტიკმა“ „რეინჯერსს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა.

გუნდებმა პირველი ტაიმის მიწურულს გოლები გაცვალეს: სტივენ ჯერარდის გუნდი რაიან კენტმა დააწინაურა, მაგრამ მალევე ოდსონ ედუარდმა წონასწორობა აღადგინა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები მეორედ დაწინაურდნენ, თავი ნიკოლა კატიჩმა გამოიჩინა და როგორც გაირკვა, მატჩის გმირი გახდა - 2:1.

აღსანიშნავია, რომ „რეინჯერსმა“ „სელტიკი“ მისსავე მოედანზე 2010 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა. შედეგად, პრემიერშიპში მდგომარეობა მეტად დაიძაბა, „სელტიკი“ „რეინჯერსს“ 2 ქულით უსწრებს, მაგრამ ერთი თამაშით მეტი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125862