ფეხბურთი

14:37 | 20.12.2019 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგმა „არსენალი“ შესაძლოა, იანვარში დატოვოს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, შესაძლოა, კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს - გვამცნობს Daily Mail.

წყაროს ინფორმაციით, ახალ მწვრთნელად მიკელ არტეტას შესაძლო მისვლის მიუხედავად, გაბონელი შემტევის გადაწყვეტილება არ შეიცვლება. მას არ აწყობს „მეთოფეთა“ ამჟამინდელი სატურნირო მდგომარეობა (მე-10 ადგილი პრემიერლიგის ცხრილში).

ობამეიანგის კონტრაქტს ლონდონურ კლუბთან 18 თვის შემდეგ გასდის ვადა, თუმცა პიერ-ემერიკი გახანგრძლივებას აღარ აპირებს.

მისი სავარაუდო მყიდველები „რეალი,“ „ბარსელონა“ და „ინტერი“ არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.064534