ფეხბურთი

14:23 | 13.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელთა მეტოქეები კაუნასის რატუშაში გაირკვევა

 პარასკევს, 14 ივნისს, კაუნასში, 19-წლამდე ფეხბურთელთა შორის, 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის კენჭსიყრა გაიმართება.

მომავალ ევროპირველობაზე, რომელიც ლიტვაში 20 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით ჩატარედება, 8 გუნდი იასპარეზებს. ფინალურ სტადიაზე ასპარეზობის უფლება, მაპისპინძელი ლიტვის გარდა, საქართველოს, ესპანეთის, საფრანგეთის, პორტუგალიის, ჰოლანდიის, სერბეთისა და თურქეთის ნაკრებები იასპარეზებენ.

მოქმედი ჩემპიონი ესპანეთია, რომელმაც აქამდე ჩატარებულ თერთმეტ გათამაშებაში ექვსჯერ გაიმარჯვა და ახლა შანსი აქვს, ოქროს მედლები ზედიზედ მესამედ მოიგოს. ესპანელთა გარდა, ტურნირის სხვა მონაწილეებიდან 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საფრანგეთს მოუგია 2005 და 2010 წლებში.

კაუნასის რატუშაში კენჭისყრას უეფას ბავშვთა და ჭაბუკთა, ასევე მოყვარულ ფეხბურთელთა კომიტეტის თავმჯდომარე ბოისი ჩაატარებს, რომელსაც ტურნირის ელჩები ვაიდა ჩესნაუკინე და მარიუს სტანკიავიჩუსი დაეხმარებიან.

ფინალური სტადიის 8 მონაწილე, ორ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება. პირველი ეტაპის მატჩები 20, 23 და 26 ივლისს ჩატარდება, რის შემდეგ, ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილზე გასული ნაკრებები ნახევარფინალებში ითამაშებენ. ფინალი პირველ აგვისტოს ჩატარდება.

საქართველოდან კენჭისყრას ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძე დაესწრება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები, რომლის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძეა, არსებობის მანძილზე მსგავს ტურნირში პირველად მონაწილეობს.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063529