ფეხბურთი

18:56 | 11.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელებმა “სკონტოს” დუბლშემადგენლობას იოლად აჯობეს

11 ივლისს, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა საკონტროლო მატჩი “სკონტოს” დუბლშემადგენლობასთან ჩაატარა და 6:0 გაიმარჯვა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, გია ცეცაძემ გუნდი ასეთი სასტარტო შემადგენლობით ათამაშა:

თებიძე, მთივლიშვილი, გურეშიძე, გეგეჭკორი, უბილავა, ცნობილაძე, სამუშია, ენდელაძე, მარკოზაშვილი, არაბული, ფანცულაია

მატჩის მსვლელობისას შეცვლაზე შევიდნენ: მეკარე ბაჩო მიქავა, ნიკა კაჭარავა და ლუკა ზარანდია.

პირველ ტაიმში ანგარიში ლევან გეგეჭკორმა გახსნა. შესვენების შემდეგ ანგარიშში სხვაობა ორამდე ბუდუ ზივზივაძემ გაზარდა, ხოლო გიორგი ფანცულაიამ და გურამ სამუშიამ კი, “სკონტოს” დუბლების კარი ორ-ორჯერ აიღეს.

12 ივლისიდან, გია ცეცაძე ორჯერად ვარჯიშებს გააგრძელებს. ამ დროისთვის უკვე გუნთან ერთად იქნებიან ლაშა დვალი, ნიკა სანდოხაძე და ნიკა ჭანტურია. 19-წლამდელები სპარინგს 16 ივლისს, დილას, ლიტვაში გამგზავრებამდე ჩაატარებენ. მეტოქის ვინაობა უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066327