ფეხბურთი

13:59 | 16.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელების მატჩებს “მე-9 არხი” აჩვენებს

 

ლიტვაში გასამართი ევროპის 2013 წლის ჩემპიონატიდან, საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მატჩებს პირდაპირი ეთერით ტელეკომპანია “მე-9 არხი” გადასცემს. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” საქართველოს ეროვნული ნაკრების პრესატაშე ოთარ გიორგაძემ აცნობა.

“მე-9 არხი” 20 ივლისს საქართველო-საფრანგეთისა (20 საათი) და 23 ივლისს საქართველო-სერბეთის (19:30) დაპირისპირებას გადასცემს. 26 ივლისს გასამართი საქართველო-თურქეთის რეპორტაჟს ქართველი მაყურებელი ვერ იხილავს. საქმე ისაა, რომ ხსენებულ მატჩს თავად “ევროსპორტი” არ აჩვენებს, რომელსაც ევროპირველობიდან რეპორტაჟების ექსკლუზიური უფლება აქვს.

გარდა ჩამოთვლილი თამაშებისა, “მე-9 არხი” ევროპის ჩემპიონატის ორივე ნახევარფინალსა და ფინალს გადასცემს.

ლაშა კუპრაშვილის ფოტო 


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.133836