ფეხბურთი

18:42 | 1.10.2019 | ნანახია [] - ჯერ

ობამეიანგი = "მანჩესტერს"

ლონდონის „არსენალს“ პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „ოლდ ტრაფორდზე“ „მანჩესტერთან“ ქულა გადაურჩინა და დენის ბერგკამპის მიღწევაც გაიმეორა.

გაბონელი „მეთოფეთა“ ისტორიაში 1997-1998 წლების სეზონის შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრემიერლიგის საწყის 7 ტურში ამდენივე გოლის გატანა შეძლო. 21 წლის წინ ანალოგიური შედეგიანობით ჰოლანდიელი ლეგენდა ირჯებოდა.

აღსანიშნავია, რომ ობამეიანგმა განვლილი 7 მატჩიდან მხოლოდ „ლივერპულის“ დამწუხრება ვერ შეძლო, სამაგიეროდ „უოტფორდთან“ დუბლი შეასრულა, ხოლო დანარჩენ მეტოქეებს თით გოლი გაუტანა.

მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის ბომბარდირთა დავაში აფრიკელი 1 გოლით სერხიო აგუეროს ჩამორჩება და მეორე-მესამე ადგილებს ტამი აბრაჰამთან ერთად იყოფს.

გაბონელს კიდევ ერთი საინტერესო დამთხვევაც უკავშირდება. ბოლო 17 თამაშში „მანჩესტერ იუნაიედმა“ მხოლოდ 17 გოლი გაიტანა და საინტერესოა, რომ იგივე რაოდენობის მატჩებში იგივე შედეგიანობით ობამეიანგიც ირჯება...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.059126