ჩოგბურთი

13:15 | 21.08.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯაიანი და ბოლქვაძე ბარსელონის ტურნირზე თამაშობენ

ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელები ნატალი ჯაიანი და ლიკა ბოლქვაძე ევროპის გაერთიანებულ გუნდთან ერთად სხვადასხვა ტურნირებზე იღებენ მონაწილეობას.

ქართველმა გოგონებმა LBS Muller Junior Cup, Bavarian Junior Open 2019 და Argayon Cup უკან მოიტოვეს და ზაფხულის ბოლო საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ ბარსელონაში, კერძოდ კი, SÁNCHEZ-CASAL YOUTH CUP-ზე ში გადაინაცვლეს.

ერთეულთა თანრიგში მე-7 ნომრად განთესილმა ჯაიანმა ესპანელ და ჰოლანდიელ ჩოგბურთელებს სძლია და მე-3 წრეში მე-12 რეიტინგის მქონე რუმინელ სარა პისტოლს გაეჯიბრება.

რაც შეეხება მე-13 რეიტინგით მოთამაშე ბოლქვაძეს, მან ამერიკელ მეტოქეს აჯობა, თუმცა, მე-2 რაუნდში ესპანელ გოგონასთან წააგო.

წყვილთა შეჯიბრში ჯაიანი და ბულგარელი ალეკსანდრა გაბროვსკა უმთავრეს ფავორიტებად არიან მიჩნეულნი და სტარტს პირდაპირ მე-2 წრიდან აიღებენ, სადაც ესპანურ დუეტს დაუპირისპირდებიან. ბოლქვაძესა და მაკედონიელ ივა იოვანოვას მე-3 რეიტინგი გააჩნიათ და მე-2 რაუნდში რუსულ წყვილს ეთამაშებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114603