ფეხბურთი

22:23 | 1.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის გოლი MLS-ის კვირის ათეულში - ქართველი მხოლოდ უეინ რუნის ჩამორჩა! (+VIDEO)
ვაკო ყაზაიშვილისთვის ივნისი საოცრად ნაყოფიერი გამოდგა

საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსეს" ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილი ბოლო დროს დიდებულ ფორმაშია და უკანასკნელ 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მათ შორის, სამი ამერიკის თასზე, სამიც - MLS-ში. 27 ივნისს, „ჰიუსტონ დინამოსთან“ დუბლი გაიფორმა, ხოლო სამ დღეში ლოს ანჯელეს „გალაქსისთან“ გოლი და საგოლე პასი მიითვალა. მოკლედ მისი კვირა იყო.

ამასობაში, MLS-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ამ კვირაში გამართული ორივე ტური შეაჯამა და კვირის საუკეთესო 10 ეპიზოდი გამოაქვეყნა. ნიშანდობლივია, რომ ვაკოს გოლი, რომელიც "ჰიუსტონს" გაუტანა, მეორე ადგილზე გავიდა.

ქართველ ფეხბურთელს მხოლოდ ლეგენდარულმა ინგლისელმა უეინ რუნიმ აჯობა, რომელმაც „ორლანდოსთან“ 60 მეტრიდან მოახერხა გოლის გატანა.

ცნობისთვის, ყაზაიშვილი ტურის საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაშია წარდგენილი და MLS-ის ვებგვერდზე ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111423