სხვა

12:33 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტულის დაბრუნებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა (+VIDEO)

ნაცუ ბაშოზე ქართველი სუმოისტების წარმატებული გამოსვლა კვლავ გრძელდება. წლის მესამე სუპერტურნირზე ოთხიდან ოთხი (!) გამარჯვება დაუგროვდა ლევან გორგაძეს, რომელიც მეოთხე საშეჯიბრო დღეს ტამავაშის ხვდებოდა და მისი დამარცხება საოცარ სტილში მოახერხა.

მონღოლმა მეტოქემ შერკინება კოტენაგის ილეთის მცდელობით დაიწყო და ტოჩის დოჰიოს ხაზთან ცუპარებით მიყვანა სცადა, თუმცა ქართველმა გოლიათმა, 34 წლის მეტოქის შეტევა მოიგერია და თავადვე იორიკირის ილეთით დააგვირგვინა!

ურთიერთშეხვედრებში ეს აღნიშნული წყვილის 28-ე დაპირისპირება იყო და ამ მხრივ ქართველს დიდი უპირატესობა აქვს - 10 მარცხი 18 მოგების საპირისპიროდ.

ამრიგად, ტოჩინოშინმა მიმდინარე ბაშოზე მეოთხე გამარჯვება იზეიმა და შესანიშნავ ფორმაშია. ქართველ სუმოისტს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად დარჩენილი 11 ორთაბრძოლიდან მინიმუმ 6 გამარჯვების მოპოვება მართებს.

აქვე გეტყვით, რომ მე-5 დღეს ლევანის მეტოქე ჰოკუტოფუჯი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11767