ფეხბურთი

11:50 | 12.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილმა მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა. "სან ხოსე" "ნიუ ინგლანდს" ესტუმრა და 1:3 დამარცხდა, ქართველმა ლეგიონერმა კი თავი 88-ე წუთზე დანი ჰოესენის გადაცემის შემდეგ გაიტანა.

მიმდინარე სეზონში ყაზაიშვილმა მეცხრე მატჩი ჩაატარა და აღნიშნული გოლის გარდა ერთი საგოლე გადაცემაც აქვს შესრულებული. "სან ხოსეს" რიგებში არ უთამაშია კიდევ ერთ ლეგიონერ გურამ კაშიას, რომელიც სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. გურამს ფეხის ტრავმა ჰქონდა და როგორც ჩანს ჯერჯერობით ფორმაში არაა.

"სან ხოსე" დასავლეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზე 11 ქულით იმყოფება. მომდევნო შეხვედრას ქართველი ლეგიონერების გუნდი შინ "ჩიკაგო ფაირთან" 18 მაისს ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.05743