კალათბურთი

11:17 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლილარდმა ბოლო წამზე გაისროლა 

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი ოფის ოთხი შეხვედრა გაიმართა.

„პორტლენდი“ შინ „ოკლაჰომას“ დაუპირისპირდა. სერიას „პორტლენდი“ 3:1-ს იგებდა მატჩის ბოლო წამზე ანგარიში 115:115 იყო, რა დროსაც საფინალო სირენასთან ერთად თითქმის ცენტრიდან დამიენ ლილარდმა შორეული სამქულიანი ჩააგდო და პორტლენდელებს სერია 4:1 მოაგებინა. ლილარდმა სასწაული შეხვედრა ჩაატარა, მან გუნდს 50 ქულა, 7 მოხსნა და 6 პასი შესძინა. რასელ უესტბრუკმა სმმაგი დუბლი შეასრულა 29 ქულა, 14 პასი და 11 მოხსნა. მომდევნო ეტაპზე „პორტლენდი „დენვერ“- „სან ანტონიოს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

„დენვერმა“ საკუთარ დარბაზში „სან ანტონიო“ 108:90 დაამარცხა. დენვერელბმა მეტოქეს პრიველ სამ პერიოდში აჯობეს, ბოლო მეოთხედი კი ფორმალობაღა იყო. მარეიმ 23 ქულა ჩააგდო, ოლდრიჯმა 17 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა. სერიას „დენვერი“ 3:2-ს იგებს. მომდევნო შეხვედრა ტეხასში 26 აპრილს გაიმართება.

¼-ფინალში ერთმანეთს „ფილადელფია“ „ტორონტოს“ დაუპირისპირდება. „ფილადელფიამ“ სერია“ „ბრუკლინს“ 4:1 მოუგო, ასევე „ტორონტომ“ „ორლანდოს“ სერიაში 4:1 აჯობა.

„ტორონტო“ – „ორლანდო“ 115:96 (35:19, 32:28, 32:23, 16:26)

https://www.youtube.com/watch?v=TEwCRE0QHC8

„ფილადელფია“ – „ბრუკლინი“ 122:100 (32:15, 28:16, 35:33, 27:36)

https://www.youtube.com/watch?v=M_dNgoGYWUM

„დენვერი“ – „სან ანტონიო“ 108:90 (26:19, 27:23, 32:21, 23:27)

https://www.youtube.com/watch?v=szwkpY9I2k4

„პორტლენდი“ – „ოკლაჰომა“ 118:115 (29:37, 32:23, 27:30, 30:25)

https://www.youtube.com/watch?v=kLQXPV12IfI

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.073608