ჭადრაკი

1:35 | 15.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სტურუა ევროპის ჩემპიონია, ხმიადაშვილს ვერცხლი ერგო

ქართველი მოჭადრაკე ზურაბ სტურუა (2531) ბერძნულ კუნძულ როდესზე გამართული სენიორთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა.

სტურუამ 50+ ღია კატეგორიაში 9-დან 7.5 ქულა მოაგროვა და სერბ მილოშ პავლოვიჩთან ერთად პირველ-მეორე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ოქროს მედალი ერგო. ამავე კატეგორიაში გიული ალიხანაშვილმა (1895) 4.0 ქულით 34-ე შედეგი დააფიქსირა.

65+ ქალბატონთა შეჯიბრში 6.0 ქულით მე-2 ადგილზე გავიდა თამარ ხმიადაშვილი (1976), ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა (2294) კი 5.5 ქულა მიითვალა და ამჯერად, კვარცხლბეკს მიღმა დარჩა – მე-4 იყო.

65+ ღია კატეგორიაში ვარლამ ვეფხვიშვილმა 5.0 ქულით მე-17 საფეხური დაიკავა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112556