სხვა

13:25 | 4.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრების ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ქალ მშვილდოსანთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ევროპის ზამთრის ჩემპიონატზე, რომელსაც თურქეთის ქალაქმა სამსუნმა უმასპინძლა. ჩვენმა გუნდმა მხოლოდ ფინალური ორთაბრძოლა დათმო და ვერცხლის მედლები დაისაკუთრა.

საქართველოს ნაკრების ღირსებას მსოფლიოსა და ევროპის ვიცე-ჩემპიონი (გუნდურში) ქრისტინე ესებუა, ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონი (გუნდურში) ხათუნა ნარიმანიძე და მისი შვილი ციკო ფუტკარაძე იცავდნენ.
ქართველმა მშვილდოსნებნა მეოთხედფინალში თურქეთს 6:2 (57:55, 59:57, 55:59, 59:58) სძლიეს, ნახევარფინალში კი მე-2 განთესვის მქონე უკრაინას 5:3 (57:57, 57:57, 59:56, 58:58) მოუგეს. ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე რუსეთი იყო. შერკინება ძალიან დაძაბული გამოდგა და მეტოქემ მხოლოდ დამატებით გადასროლაში გვაჯობა – 4:5 (58:58, 55:58, 57:55, 59:59, 29:30).
ევროპის პირველობის ქალთა გუნდური შეჯიბრის ბრინჯაოს პრიზიორი უკრაინა გახდა, რომელმაც ბელარუსს ასევე გადასროლაში 5:4 აჯობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.148724