ფეხბურთი

11:38 | 16.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა ჯიღაურის საგოლე პასი საფრანგეთის ლიგა 2-ში (+VIDEO)

საფრანგეთის ლიგა 2-ის 25-ე ტურში საგოლე პასით გამოირჩა ჯაბა ჯიღაური. ჩვენებურის „გრენობლი“ „ვალანსიენს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 წააგო.

ჯიღაური მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც მისი გუნდი 1:3 მაცხდებოდა. 75-ე წუთზე კი, ფლორიან სოტოკამ ჩვენებურის გადაცემით მოახერხა გატანა და ანგარიშის სხვაობის შემცირება, თუმცა სტუმრებმა მეტი ვეღარ მოახერხეს.

„გრენობლს“ 25 თამაშში 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეცხრე პოზიციაზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110225