ჭადრაკი

16:57 | 7.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარცხიანი სტარტი პრესტიჟულ ტურნირზე

აშშ-ს ქალაქ სენტ-ლუისში დაწყებული ქალთა უძლიერესი დახურული ტურნირის (Cairns Cup) პირველი ტური წარუმატებელი გამოდგა ქართველი მოჭადრაკეებისთვის.

საწყის პარტია თეთრი ფიგურებით ჩაატარა და მასპინძელთა სახელით მოთამაშე ირინა კრუშთან (2435) წააგო ნანა ძაგნიძემ (2513), ბელა ხოტენაშვილი (2491) კი შავებით რუს ვალენტინა გუნინასთან (2501) დამარცხდა.

პირველივე ტურში გერმანელმა ელიზაბეტ პაეტცმა (2466) რუს ალექსანდრა კოსტენიუკთან (2532) წააგო, ამერიკელი ანა ზატონსკიხი (2428) ყაზახ ჟანსაია აბდუმალიკს (2468) ვერ გაუმკლავდა, ინდოელი დრონავალი ჰარიკა (2471) კი ფრანგ მარი სებაგს (2476) დაუზავდა.
დღეს, ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 150 ათასი დოლარია (ჩემპიონი 40 ათასს მიიღებს) და ათ დიდოსტატს შორის წრიულად წარიმართება, მე-2 ტურის პარტიები შედგება.
წყვილები ასე გამოოიყურება: სებაგი-აბდუმალიკი, კოსტენიუკი-ზატონსკიხი, ხოტენაშვილი-პაეტცი, კრუში-გუნინა, ჰარიკა-ძაგნიძე.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.100329