ფეხბურთი

2:23 | 8.01.2019 | ნანახია [] - ჯერ

სკანდალი ესპანეთში: მსაჯები VAR-ის ოთახში "რეალის" კარში გატანილ გოლს აღნიშნავენ (+VIDEO)

მადრიდის „რეალი“ მსაჯებისა და VAR-ის წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს. „სამეფო კლუბში“ მიიჩნევენ, რომ ესპანელი არბიტრები მათ წინააღმდეგ ზედმეტად ბევრ შეცდომას უშვებენ.

ყველაფერი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც მადრიდულმა გრანდმა საკუთარ მოედანზე „სოსიედადთან“ (0:2) წააგო. აღნიშნულ მატჩში, როდესაც ბასკები 1:0 იგებდნენ, „რეალს“ აშკარა პენალტი არ დაუნიშნეს. ხერონიმო რულიმ ვინისიუს ჟუნიორი საჯარიმოში წააქცია, მაგრამ ეპიზოდზე შესაბამისი რეაგირება არც მთავარ მსაჯ მუნუერა მონტეროსა და არც VAR-ს მოუხდენია.

შედეგად, დღეს „რეალის“ ოფიციალურმა ტელევიზიამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ჯერ კიდევ 24 ნოემბერსაა გადაღებული. იმ დღეს, „ბლანკოსი“ „ეიბართან“ სტუმრად 0:3 დამარცხდა, ხოლო მე-15 წუთზე გონსალო ესკალანტემ ანგარიში გახსნა. ეს გოლი მას შემდეგ ჩაითვალა, რაც ვიდეორეფერისთან გადამოწმდა და უნდა ითქვას, რომ სამართლიანადაც ჩაითვალა.

თუმცა, აქ სხვა რამეა საყურადღებო: VAR-ის ხელმძღვანელი ზემოხსენებული მუნუერა მონტერო იყო, რომელმაც თავის ორ ასისტენტს „ეიბარის“ გატანილი გოლი მიულოცა. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ მონტერო ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე ასისტენტს ხელს ართმევს. სწორედ ამიტომ, „რეალი“ მსაჯებს მიკერძოებაში ადანაშაულებს და უკვე ფაქტების დღის სინათლეზე გამოტანასაც იწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068136