ფეხბურთი

15:28 | 8.12.2018 | ნანახია [] - ჯერ

სახეცვლილი კარიუსი - გერმანელმა "ბეშიქთაში" წაგებას გადაარჩინა (+VIDEO)

ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი კრიტიკა ალბათ გერმანელ მეკარე ლორის კარიუსს შეხვდა. "ბეშქითაშის" მეკარეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაშვებული კომიკური გოლების შემდეგ დამცინავი წერილები თუ სტატუსები არაერთხელ მიეძღვნა.

ამ მხრივ, ვითარება დიდად არც "ბეშიქთაშში" შეცვლილა, სადაც კარიუსმა რამდენიმე შეცდომის დაშვება მოასწრო. თუმცა, გუშინ "არწივები" "ალანიასფორთან" მარცხისგან იხსნა.

ჯერ პირველ ტაიმში შეასრულა მაგარი სეივი და მერე, 90-ე წუთზე კიდევ ერთხელ გარდაუვალი გოლისგან იხსნა თავისი გუნდი. შედეგად, მატჩი უგოლოდ, 0:0 დასრულდა და "ბეშიქთაშმა" ქულა რომ მოიპოვა, კარიუსის დამსახურება გახლავთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116129