ფეხბურთი

16:38 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

სიმეონე წარმატების გარანტიას ვერ იძლევა

მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე აღნიშნავს, რომ მას არ შეუძლია გასული სეზონის მსგავსად გუნდს პრიმერადიზიონი მოაგებინოს და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანოს.

"ყოველთვის სიმართლეს ვამბობ, არ შემიძლია წარმატების გარანტია მოგცეთ და წინა სეზონის მიღწევები გავიმეორო. მიმდინარე სეზონში პრიმერადივიზიონში ჩვენი უმთავრესი მეტოქეები "სევილია" და "ვალენსია" იქნებიან და რაც მოხდება, მოხდება," - განაცხადა "როხიბლანკოს" თავკაცმა.

“ატლეტიკო” ესპანეთის ჩემპიონატის 11 ტურის შემდეგ, 23 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდელები წარმატებულად ასპარეზობენ. 4 ტურის შემდეგ გუნდს 9 ქულა აქვს. ლიგის მომდევნო შეხვედრას "ატლეტიკო" 26 ნოემბერს შინ "ოლიმპიაკოსის" წინააღმდეგ გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში მერვედფინალის საგზურს მოიპოვებს.

0.110266