ფეხბურთი

16:03 | 16.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

14 წლის წინ დაწყებული ბრწყინვალე ისტორია (+VIDEO)

648 მატჩი, 563 გოლი, 33 ტიტული, 5 „ოქრს ბურთი“ - ეს ლიონელ მესის მონაგარია „ბარსელონაში“. არგენტინელის დაუვიწყარი ისტორია კატალონურ გრანდთან და ზოგადად ფეხბურთთან ზუსტად 14 წლის წინ დაიწყო.

2004 წლის 16 ოქტომბერს, ფრანკ რაიკაარდმა „ესპანიოლის“ წინააღმდეგ 84-ე წუთზე პორტუგალიელი დეკუს ნაცვლად თამაშში თინიეიჯერი არგენტინელი ჩართო 30-ე ნომრით. სწორედ მაშინ შედგა ლიონელის დებიუტი „ბარსას“ რიგებში ოფიციალურ მატჩში.

ამ დღიდან დაიწყო ბრწყინვალე ისტორიის დაწერა, რომელიც დღემდე გრძელდება და ალბათ, კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება.

14 წლის წინ, „მონტჟუიკზე“ კი გუნდები ასეთი შემადგენლობით თამაშობდნენ:

„ესპანიოლი“ – „ბარსელონა“ 0:1

„ესპანიოლი“ (4-4-1-1): კამენი; იბარა, ლოპო, პოჩეტინო, გარსია; დე ლა პენია, მორალესი (ალექს ფერნანდესი 61), იტო, როდრიგესი (ამავისკა 62); სერანო (კორომინასი 75); ტამუდო

„ბარსელონა“ (4-3-3): ვალდესი; ბელეტი, ოლეგერი, მარკესი, პუიოლი; ვან ბრონხორსტი, ჩავი, დეკუ (მესი 84); რონალდინიო, ეტო’ო (ინიესტა 68); ლარსონი

გოლი: დუკუ (9)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112174