კალათბურთი

19:00 | 3.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

დანტონი: „ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ ჩემპიონობაა“

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ახალი 2018/19 წლების სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე „ჰიუსტონ როკეტსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დანტონიმ განაცხადა, რომ მისი გუნდი მხოლოდ ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

„გვყავს სუპერვარსკვლავი, კარგი და ნიჭიერი კალათბურთელები. ჩვენ თავდაუზოგავად ვმუშაობთ. ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი მხოლოდ ჩემპიონობა იქნება, ამისთვის კი დიდი გზის გავლა მოგვიწევს“- განაცხადა დანტონიმ.

შეგახსენებთ, რომ შარშან „ჰიუსტონი“ დასავლეთ კონფერენციის ფინალში „გოლდენ სტეიტთან“ დამარცხდა. ნბა-ს ახალი სეზონი 16 ოქტომბერს იწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063099