ფეხბურთი

23:45 | 29.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

აგირეჩემ კარიერა დაასრულა

“სოსიედადის” თავდამსხმელმა იმანოელ აგირეჩემ კარიერა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაციის შესახებ თავად ფეხბურთელმა გვამცნო.

31 წლის ფორვარდმა ზემოხსენებული გადაწყვეტილება ხშირი ტრავმიანობის გამო მიიღო. ის 2015 წლის დეკემბერში “რეალთან” მატჩში, კეილორ ნავასთან შეჯახებისას მძიმედ დაშავდა და მას შემდგომ 18 თვე ვერ შეძლო თამაში, ხოლო დაბრუნების შემდგომ მხოლოდ 11 ჯერ მოახერხა მოედანზე გასვლა.

აგირეჩე “სოსიედადის” ღირსებას 2004 წლიდან იცავს და 273 მატჩში 75 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110399