ფეხბურთი

22:34 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გამარჯვების გოლი - გიორგი ქვილითაიას დიდებული დებიუტი და დაბრუნება! (+VIDEO)

გიორგი ქვილითაია დაბრუნდა. დაბრუნდა ისე, ნებისმიერი ფეხბურთელი რომ ინატრებდა. ქართველმა ფეხბურთელმა ოთხთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ მოახერხა მოედანზე გასვლა და გამარჯვების გოლი გაიტანა. თანაც, როგორ?! ეს მისი პირველი თამაში იყო "გენტში". მინდორზე 87-ე წუთზე გამოჩნდა და ბურთთან პირველივე შეხებით გოლი გაიტანა. თანაც, გამარჯვების!

"გენტმა" ბელგიის იუპერ ლიგის მეხუთე ტურში საკუთარ მოედანზე "ლოკერენს" უმასპინძლა და კარგა ხნის განმავლობაში მარცხდებოდა. თუმცა, 78-ე წუთზე ჯონათან დავიდის გოლით გაათანაბრა.

87-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად მოედანზე გიორგი ქვილითაია გამოჩნდა და სწორედ ქართველმა ფორვარდმა თქვა გადამწყვეტი სიტყვა. "გენტმა" კუთხური ჩააწოდა, რაც კარში ზუსტი დარტყმით დასრულდა. მეკარემ მოიგერია, თუმცა უხეიროდ და იქვე ჩასაფრებულმა ქვილითაიამ პირველივე შეხებით ზუსტად დაარტყა. ეს მართლაც საოცნებო დებიუტი და საოცნებო დაბრუნება იყო.

მოგეხსენებათ, ქვილითაია მაისის შემდეგ ტრავმირებული იყო, ხოლო "გენტში" 1 თვის წინ ვენის "რაპიდიდან" გადავიდა. ქართველების გუნდს 5 ტურის შემდეგ 10 ქულა აქვს და მეექვსე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117111