ფეხბურთი

12:42 | 26.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კარიუსი "ბეშიქთაშში" გადავიდა

"ლივერპულის" მეკარე ლორის კარიუსი მომდევნო ორი სეზონის განმავლობაში "ბეშიქთაშში" იჯარის წესით ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ორივე კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ლორისი "მერსისაიდელებმა" 2016 წელს "მაინციდან" დაიმატეს. გასული ორი სეზონის განმავლობაში კარიუსმა "ლივერპულის" რიგებში 49 მატჩი ჩაატარა, გაუშვა 47 გოლი და 22 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. ინგლისურ გუნდში გადასვლის შემდეგ გერმანელის სატრანსფერო ღირებულება 9-დან 12 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.05962