ძიუდო

17:00 | 10.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაოს შანსი უმსუბუქეს წონაში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს ამირან პაპინაშვილსა და ლუხუმ ჩხვიმიანს (ორივე 60 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე გრან პრიზე, ბრინჯაოს მედლებს თითო გამარჯვება აშორებთ.

ოქრო-ვერცხლის შანსი ორივემ მეოთხედფინალში დაკარგა. რეპეშაჟის ფინალში პაპინაშვილი ესპანელ ფრანცისკო გარიგოსს დაუპირისპირდება. ჩხვიმიანის მეტოქე კი რუსეთის ნაკრების წევრი რობერტ მშვიდობაძე იქნება.

დღესვე, ბულგარულ ტატამზე მამაკაცთა შორის 66 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც უნდა გათამაშდეს მედლები. საქართველოს სახელით კონკურენციაში თორნიკე ნაგლიაშვილი ჩაერთო და სტარტზე ორი შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოიპოვა, მაგრამ მერვედფინალში უკრაინელ ბოგდან იადოვთან დამარცხდა და გრან პრის გამოეთიშა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11148