ფეხბურთი

18:53 | 24.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ფულჰემმა" ესპანელი მეკარე გაიფორმა

ინგლისის პრემიერლიგის ახალწვეულმა “ფულჰემა” სტამბოლის “ბეშიქთაშიდან” 30 წლის მეკარე რამირეს ფაბრისიო, იგივე ფაბრი გაიფორმა. როგორც ლონდონური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ისტორიულ გუნდში მოვხვდი, როგორიც “ფულჰემია”. ყველაზე ძველი გუნდი ლონდონში”, - განაცხადა ფაბრიმ.

ესპანელმა კიპერმა გასულ სეზონში “არწივების” ღირსება თურქეთის ჩემპიონატში 34 შეხვედრაში დაიცვა და 30 გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.125761