ფეხბურთი

17:30 | 24.07.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიხოვიაკი "ლოკომოტივის" ფეხბურთელია

პოლონეთის ნაკრებისა და პსჟ-ს ნახევარმცველი გჟეგოჟ კრიხოვიაკი კარიერას რუსეთის ჩემპიონ “ლოკომოტივში” გააგრძელებს. როგორც მოსკოვური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, პოლონელმა ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

ამრიგად, კრიხოვიაკი დამდეგ სეზონში ჩვენებური სოლომონ კვირკველიას თანაგუნდელი იქნება.

28 წლის პოლონელმა სახელი ფრანგულ “რეიმსში” გაითქვა, საიდანაც “სევილიაში”, ხოლო მერე პსჟ-ში გადავიდა. თუმცა, პარიზულ გრანდში ფეხი ვერ მოიკიდა. გასული სეზონი ასევე იჯარით “ვესტ ბრომვიჩ ალბიონში” გაატარა (31 მატჩი, 2 გოლი).

კრიხოვიაკმა აწ დასრულებულ მუნდიალზე პოლონეთის ნაკრების რიგებში 3 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063145