თამაშგარე

20:23 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირინას სილამაზეს მუნდიალზეც ვიხილავთ

ბევრი განსჯისა და კამათის, გაწევ-გამოწევისა და საქმეში შავ-შავი ხალხის ჩარევის შემდეგ, როგორც იქნა გადაწყდა, რომ საფეხბურთო მუნდილზე, რომელიც სულ რამდენიმე დღეში რუსეთში დაიწყება, საორგანიზაციაო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი და სახე, ცნობილი მოდელი, ირინა შეიკიც იქნება.

რუს-თათარმა მოდელმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ განაცხადა, რომ მას მუნდიალის ორგანიზატორებმა შესთავაზეს მსოფლიოს ჩემპიონატის სახე ყოფილიყო, თუმცა ამ საქმეში ხელს რთული და დაძაბული სამუშაო გრაფიკი უშლიდა. ამის შემდეგ კი მოხდა ისე, რომ თავად ირინას უნდოდა მუნდიალზე კუსკუსი და რუსი საფეხბურთო ჩინოსნები იკავებდნენ თავს.

საბოლოო ჯამში, კი როგორც უკვე გითხარით, ყველაფერი ისე დასრულდა, ფეხბურთისა და ირინა შეიკის სიყირმიზის მოტრფიალე ხალხს რომ გაგვიხარდება. შეიძლება რუსეთში არ და ვერ მივდიოდეთ, მაგრამ იმ ავბედით ქვეყანაში გამართულ მუნდიალს ასეთი დიადი ასული რომ გაალამაზებს, - ეს ფაქტიც გულში სიამეს ჩაგვიღვრის...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110602