ფეხბურთი

1:24 | 16.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიამ "ვიტესს" პლეი-ოფის ფინალში ბოლო წუთზე მოაგებინა! (+VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონიდან ევროპა ლიგაზე გამსვლელი ერთი გუნდი ჯერ კიდევ გასარკვევია. ევროპა ლიგის პლეი-ოფის ფინალში არნემის “ვიტესმა” “უტრეხტს” საკუთარ “გელრედრომზე” უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

გამარჯვების გოლი მსაჯის დამატებულ პირველ წუთზე არნემელთა ქართველმა კაპიტანმა გურამ კაშიამ გაიტანა! ჩვენებურმა ბიუტნერის გადაცემის შემდეგ თავური დარტყმით მოაგებინა თავისიანებს. სხვათა შორის, “ვიტესი” ორჯერ იგებდა მოუნთისა და ლინსენის გოლებით, მაგრამ სტუმრებმა ორჯერვე გაქვითეს. საბოლოო სიტყვა გურამმა თქვა და “ვიტესმა” პირველი ნაბიჯი გადადგა ევროპა ლიგისკენ.

კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და გოლის გარდა, ყვითელი ბარათიც მიიღო 54-ე წუთზე. საპასუხო შეხვედრა, რომელიც ყველა კითხვას გასცემს პასუხს, უტრეხტში 19 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.077554