ფეხბურთი

1:47 | 11.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე პასი და ტრავმა ბელგიის ჩემპიონატში (+VIDEO)

ბელგიის იუპერლიგაში გიორგი ჩაკვეტაძეს თან წარმატებული და თან უიღბლო დღე ჰქონდა. ქართველმა ფეხბურთელმა “გენკთან” საგარეო მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მე-15 წუთზე ანგარიში რომ გაიხსნა, მისი დამსახურებაა.

18 წლის ჩვენებურმა მეტოქეს ბურთი მოპარა და მერე კარის წინ ეულად მდგომ იუია კუბოს საგოლედ უპასა.

აი, რაც შეეხება უიღბლობას, 33-ე წუთზე ტრავმის გამო შეცვალეს. გიორგი საკუთარი ფეხით, მაგრამ კოჭლობით დატოვა მოედანი და ამ ეტაპზე უცნობია დაზიანების სიმძიმე.

მეორე ტაიმში კი, “გენკმა” გაიტანა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. საგულისხმოა, რომ სტუმრებმა შეხვედრა 9 კაცის შემადგენლობით ჩაამთავრეს, რადგან როსტედი და დეიაგერე გააძევეს. “გენტს” საჩემპიონო ზონაში 33 ქულით მეოთხე ადგილი უკავია და ევროპა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის.

გიორგის კი, მიმდინარე სეზონში იუპერლიგაში 18 მატჩი (4 ძირითადი შემადგენლობიდან), 1 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.06178