კალათბურთი

15:22 | 10.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

აღიარება: თორნიკე შენგელია ევროლიგის სეზონის ხუთეულში! (+VIDEO)

ესპანური “ბასკონიას” კაპიტნის თორნიკე შენგელიას მორიგი აღიარება! ქართველი კალათბურთელი ევროლიგის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. აღნიშნულ ინფორმაციას ევროლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

სანამ უშუალოდ გიამბობდეთ, გეტყვით, რომ შარშანდელი ხუთეულიდან წარმოდგენილი მხოლოდ ნანდო დე კოლოა, ხოლო შენგელია, ლუკა დონჩიჩი და ნიკ კალატესი პირველად მოხვდნენ საუკეთესო ხუთეულში.

აღნიშნული სიმბოლური ჟურნალისტებისა (75%) და გულშემატკივართა (25%) გამოკითხვის შედეგად იქნა შედგენილი, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

ნიკ კალატესი (“პანათინაიკოსი”), ნანდო დე კოლო (ცსკა), ლუკა დონჩიჩი (“რეალი”), თორნიკე შენგელია (“ბასკონია”), იან ვესელი (“ფენერბახჩე”).

“თორნიკე შენგელიამ თავის კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა “ბასკონიას” ისტორიაში პირველად, პლეი-ოფში გასვლაში. ესპანელებმა პლეი-ოფში გაღწევა 0-4 სტარტის შემდეგ მოახერხეს.

შენგელია არამარტო თავის გუნდს ლიდერობდა, არამედ კარიერის რეკორდი დაამყარა მოხსნების მიხედვით. ქართველი საშუალოდ თამაშში 13.7 ქულას აგროვებდა, რაც მძიმე ფორვარდებს შორის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მარგი ქმედების საშუალო კოეფიციენტი 18.2 იყო, რაც მისი კარიერის საუკეთესო შედეგია, ხოლო მოხსნებმა 6.1 შეაგდინა და ეს ლიგაში მესამე მაჩვენებელია.

“ბასკონიას” ლიდერმა ჩინებულად ითამაშა შეტევაში და ორქულიანების 61.4% ჩააგდო. ამასთან, საშუალოდ 2.2 პასით ასრულებდა შეხვედრას და თამაშობდა კარიერის ყველაზე მეტ დროს – 25:29 წუთი საშუალოდ. ორმაგი დუბლი 6-ჯერ შეასრულა და ესეც სეზონის საუკეთესო შედეგია. შენგელია ორჯერ გახდა ტურის MVP – ესეც კარიერაში პირველად გაახერხა (ევროლიგაში ორჯერ ტურის საუკეთესო მოთამაშე). პირველად ეს მე-14 ტურში მოხდა, როდესაც 24 ქულა გაახერხა “ბარსელონასთან”, ხოლო მეორედ 24-ე ტურში, როდესაც 15 ქულითა და 15 მოხსნით “ხიმკისთან” გაისარჯა დიდებულად. თორნიკე გახდა ევროლიგის მარტის თვის MVP, როდესაც “ბასკონიამ” ზედიზედ 6 თამაში მოიგო და ევროლიგაში ერთი თვის განმავლობაში საუკეთესო სერია დააფიქსირა. შენგელია, რომელიც მეხუთე სეზონს ატარებს ევროლიგაში, აქედან ოთხი “ბასკონიაში”, პირველად მოხვდა სეზონის საუკეთესო ხუთეულში”, - წერს ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, “ბასკონია” პლეი-ოფში გავიდა, მაგრამ ოთხთა ფინალს ვერ უწია, რადგან მოქმედ ჩემპიონ “ფენერბახჩესთან” სერია 1:3 წააგო. თორნიკე შენგელიას სტატსიტიკა კი ასეთი გამოდგა:

33 თამაში, 841:15 წუთი, 451 ქულა, 200 მოხსნა (147 დაცვაში, 53 შეტევაში), 72 პასი, 26 ჩაჭრა, 18 დაფარება, 601 მარგი ქმედების კოეფიციენტი, ორქულიანი: 154/251, სამქულიანი: 15/46, საჯარიმო: 98/144.

საშუალოდ: 25:29 წუთი, 13.7 ქულა, 6.1 მოხსნა, 2.2 პასი, 0.8 ჩაჭრა, 0.5 დაფარება, 18. მარგი ქმედების კოეფიციენტი, ორქულიანი 61.4%, სამქულიანი 32.6%, საჯარიმო 68.1%.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086833