ფეხბურთი

17:02 | 25.04.2018 | ნანახია [] - ჯერ

დარასელიას თასი: "ესპანიოლმა" "სპარტაკი" დაჯაბნა

ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირზე, მეორე დღის მეორე მატჩში გუშინდელ შეხვედრებში გამარჯვებული გუნდები - "ესპანიოლი" და მოსკოვის "სპარტაკი" წარდგნენ პირისპირ.

მატჩი "ესპანიოლის" უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 3:1 დასრულდა. პირველ ტაიმში ერიკ კუენკამ გახსნა ანგარიში. მეორე ნახევარში ბუბაქარ კონატემ ორამდე გაზარდა კატალონიელთა უპირატესობა. აქ უკვე "სპარტაკიც" მთელი ძალებით გადავიდა შეტევაში და ერთ გოლსაც გამორჩა. დიმიტრი ზავოლკინმა გამოიჩინა თავი, თუმცა "ესპანიოლმა" კონტრშეტევაზე დაიჭირა მეტოქე და ალეხანდრო ჟისპერმა საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

ესპანიოლი - სპარტაკი 3:1

გოლი: კუენკა, კონატე, ზავოლკინი, ჟისპერი

გაფრთხილება: ჟუსტო

ესპანიოლი: ერვასი (პლასა 36), პერეირა (დ. მოლინა 36), კონატე, დე ლას ერა (ჟუსტო 36), კუენკა (მოლინო 58), მოლინა (ჟისპერი 36), რამოსი (ფორტუნი 52), ელ ილალი, კასტეიი, ნიეტო, ფელისესი (რეგატიიო 36)

სპარტაკი: მიხაილოვი, გენჩუ (ტრაპიცინი 55), დეტენიშევი, ერმაკოვი (ზავოლოკინი 61), ლაიკინი (რომანოვი 50), ლაშკოვი (შაგიახმეტოვი 50), მირონოვი, პილიპენკო, საფარიანი, თუმანიანი (ა. მირონოვი 61), შიტოვი

fcdinamo.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114408