ჩოგბურთი

11:57 | 25.03.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ანდერსონთან დამარცხდა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსის მეორე წრეში ტურნირის მეექვსე ნომერს და რეიტინგის მერვეადგილოსანს კევინ ანდერსონს დაუპირისპირდა და 4:6, 3:6 დამარცხდა. მიუხედავად ტურნირზე მოგებული ერთი შეხვედრისა, ნიკოლოზი რეიტინგში მაქსიმუმ 5 ადგილით დაწინაურდება და ორშაბათს 84-ე პოზიციაზე იქნება.

სამხრეთაფრიკელი მიმდინარე წელს კარგ სეზონს ატარებს და ბასილაშვილს მძიმე მატჩი ჰქონდა. ანდერსონმა 16 ეისი მოაწოდა, ხოლო მეტოქემ - 5. რაც მთავარია პირველი მოწოდება კევინს ზუსტი ჰქონდა და 88%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა.

ქართველის წაგებაში გარკვეული როლი მოწოდებიდან შეცდომებმაც იქონია, ბასილაშვილს შვიდი ორმაგი შეცდომა ჰქონდა. პირველ სეტში ანდერსონმა იოლად იმარჯვა, მეორე სეტში კი ბასილაშვილი მეხუთე გეიმზე დაბრეიკდა და ანგარიში 2:3 გახადა და გამარჯვებაც კევინს დარჩა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.061912