კალათბურთი

15:49 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის 26 ქულა “ბიბლოსს” მოსაგებად არ ეყო

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანის ჩემპიონატში შედეგიან თამაშს აგრძელებს, მაგრამ მის ხელში “ბიბლოსს” გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებია. მორიგი ტურის მატჩში ქართველმა ფორვარდმა შთამბეჭდავი ორმაგი დუბლი გაიფორმა, მისმა გუნდმა კი “ლოუაზიესთან” 82:91 წააგო.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იმყოფებოდა და 38 წუთში 26 ქულა, 13 მოხსნა (7 შეტევაში), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა 12-დან 10 ორქულიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

“ბიბლოსს” 2 მოგება და 14 მარცხი მოუგროვდა და კვლავაც ბოლოსწინა მე-9 ადგილზე რჩება, მომდევნო შეხვედრას კი 31 იანვარს, ერთ-ერთი ლიდერის “ალ რიადის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120573