თამაშგარე

10:13 | 22.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოგონებს დიეგო მარადონა ძველებურად უყვართ

ჩვენს დროში საფეხბურთო მეგა-ვარსკვლავები რომ ფულს შოულობენ - ეგეთი უნდა! დღეს რომ მაგალითად კრიშტიანუ რონალდუ, ლეო მესი ან ნეიმარი ფულს “ღუნავენ“, დიეგო მარადონას მისი კარიერის საუკეთესო წლებშიც კი არ დაესიზმრებოდა, მაგრამ ბურთის კოხტად გორების გარდა არის ნიუანსები, რითაც დიეგო არმანდო ჯერ კიდევ ინარჩუნებს უპირველესობას.

იტალიელემა მარკეტოლოგებმა მსოფლიო ბაზარზე დაკვირვებით დაადგინეს, რომ რაგინდარა კალიბრის ვეტერანი ფეხბურთელები საფეხბურეთო კარიერის დასრულების შემდეგ ნაკლები ყურადღების ცენტრში არიან და მათი ლოგოტიპიანი, გვარიანი ანდა ნომრიანი მაისურებიც წლიდან-წლამდე სულ უფრო ნაკლებად მოთხოვნადია. ერთადერთი დიდი ვარსკვლავი, რომლის მაისურებზე და ზოგადად ამუნიციაზე მოთხოვნა არათუ იკლებს, არამედ წლიდან-წლამდე იზრდება - დიეგო მარადონაა!

როგორც აპენინელი მარკეტეოლოგები ამტკიცებენ, მარადონას ნომრიანი და გამოსახულებიანი არგენტინის ნაკრების მაისურები მსოფლიოს თითქის ყველა დიდ ქალაქშია მოთხოვნადი და მისი შემძენნი ძირითადად გოგონები არიან. ახლა ეს ასულნი მარადონას შვილად ერგებიან, მაგრამ მეგა-ვარსკვლავის სიყვარულმა და ტრფიალებამ ასაკი რომ არ იცის, ამას ბევრი ლაპარაკი რად უნდა?! როგორც ვხედავთ, მარადონას სიყვარული რიგით ადამიანებს დღემდე არ განელებიათ და ალბათ სწორედ ამას ქვია სახალხო გმირი და ნამდვილი ვარსკვლავი...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.194975