კალათბურთი

12:13 | 21.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 4 ქულა და მარცხი ჰიუსტონში

ზაზა ფაჩულიას “გოლდენ სტეიტი” გასვლაზე “ჰიუსტონ როკეტსთან” 116:108 დამარცხდა. ფაჩულია ტრადიციულად სასტარტო 5-ეულში მყოფებოდა და პარკეტზე 16 წუთი დაჰყო, ამ დროში ზაზამ გუნდს 4 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მატჩის სტარტზევე “ჰიუსტონი დაწინაურდა და მეოთხე პრიოდამდე “მეომრები” მდევრის როლში გახლდნენ. დასკვნით პერიოდში “გოლდენ სტეიტმა” 4 ქულით წინ გასვლაც მოახერხეს, მაგრამ ბოლო წუთებში კრის პოლის და ჯეიმს ჰარდენის წყალობით ტეხასელებმა გამარჯვება მოიპოვეს.

მატჩში ყველაზე მეტი 33 ქულა კრის პოლის ანგარიშზეა, რომელმაც გუნდს 11 მოხსნა და 7 პასიც შესძინა. “გოლდენ სტეიტში” 26 ქულით კევინ დურანტი გამოირჩა. ჯეიმს ჰარდენს 22 ქულა ჰქონდა.

“გოლდენ სტეიტი” 37 მოგებით და 10 წაგებით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს, ამავე კონფერენციაში “ჰიუსტონი 32 მოგებით და 12 მარცხით მეორე ადგილზეა.

“მეომრები” მომდევნო შეხვედრაში “ნიუ იორკს” საკუთარ დარბაზში დაუპირისპირდებიან, მატჩი 24 იანვარს თბილისის დროით 07:30 საათზეა ჩანიშნული.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116893