ისტორია

9:21 | 21.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

21 იანვარი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1941 – დაიბადა ამირან სხიერელი. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი (200 სმ). 1962 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი. მოგებული აქვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა (1968) და თასი (1969). მოგებული აქვს საკავშირო პირველობების ვერცხლისა (1969) და ბრინჯაოს (1965) მედლები. თასების თასის ფინალისტი (1969). იყო თბილისის ”დინამოს” კაპიტანი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოსვლისას ამირან სხიერელი ევროპის ჩემპიონი გახდა (1965). აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა თბილისის ”დინამოს” და მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. ღირსების ორდენის კავალერი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1894 – ნორვეგიელმა მოციგურავე ოსკარ ფრედრიკსენმა 500 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (47.8).

1922 – შვეიცარიის ქალაქ მიურენში პირველად ჩატარდა თხილამურებით სლალომში შეჯიბრება.

1927 – ლონდონის “ჰაიბერის” სტადიონიდან მსოფლიოში პირველად გადაიცა საფეხბურთო მატჩის პირდაპირი რადიორეპორტაჟი. ერთმანეთს “არსენალი” და “შეფილდ იუნაიტედი” ხვდებოდნენ.

1934 – გლაზგოს ”რეინჯერსმა” შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის თასის გათამაშების რეკორდი დაამყარა დიდი ანგარიშით მოგებაში. ”გლაზგოელმა პროტესტანტებმა” ”ბლეირგოურს” 15:2 სძლიეს. გამარჯვებულთაგან 9 გოლი ფლემინგმა გაიტანა.

1968 – ამერიკული ფეხბურთის ეროვნულ ლიგაში (NFL) ”ყველა ვარსკვლავის” მატჩი ჩატარდა. დასავლეთმა აღმოსავლეთს 38:20 მოუგო.

1969 – ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ”ყველა ვარსკვლავის” რიგით ოცდამეორე მატჩი ჩატარდა. დასავლეთისა და აღმოსავლეთის ნაკრებმა ფრედ, 3:3 ითამაშეს. შეხვედრა მონრეალში გაიმართა.

1975 - ჰოკეის ეროვნულ ლიგაში (NHL) ”ყველა ვარსკვლავის” რიგით ოცდამერვე მატჩი ჩატარდა. უელსმა კემპბელს 7:1 მოუგო. შეხვედრა მონრეალში გაიმართა.

1982 – ჰოკეის ეროვნული ლიგის კლუბმა ”ნიუ იორკ აილენდერზმა” რეგულარულ პირველობაზე ზედიზედ მოგებული თხუთმეტმატჩიანი სერიის პირველი შეხვედრა მოიგო.

1985 – დენის პოტვინმა ჰოკეის ეროვნული ლიგის ჩემპიონატების მატჩებში დენის პოტვინმა 270-ე შაიბა გაიტანა და მცველთა შორის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე გახდა. პოტვინმა ამ მაჩვენებლით ლეგენდარულ ბობი ორის გაუსწრო.

1989 – უეინ გრეცკიმ ჰოკეის ეროვნული ლიგის მატჩებში ბომბარდირთა შორის მარსელ დიონს გაასწრო და მეორე ადგილზე გადავიდა.

1990 – ჯონ მაკინროი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელიც ავსტრალიის ღია პირველობიდან მსაჯის შეურაცხყოფის გამო გააძევეს.

1990 – ჰოკეის ეროვნული ლიგაში (NHL) რიგით 41-ე ”ყველა ვარსკვლავის” მატჩი ჩატარდა. უელსმა კემპბელს 12:7 მოუგო. შეხვედრა პიტსბურგში გაიმართა.

1990 – ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე ბობ გუდენაუმ ალან იგლსონი შეცვალა.

1993 – შვედმა მოციგურავე იოჰან კოსმა 5 კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (6:38.77).

2005 – არგენტინელმა კალათბურთელმა მანუ ჯინობილიმ NBA-ში გამოსვლის პერიოდში შედეგიანობის რეკორდი დაამყარა. ”სან ანტონიო სპერზში” გამოსვლისას მან 48 ქულა ჩაუგდო ”ფინიკს სანზს”, მატჩი კი ტეხასელებმა 128:123 მოიგეს.

2006 – ამერიკული საკალათბურთო ლიგის მატჩის პირველი ტაიმის მიწურულს ჰიუსტონის უნივერსიტეტის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ პენდერსმა გონება დაკარგა, მსაჯმა კი მას... ტექნიკური ჯარიმა მისცა. შესვენებისას პენდერს ექიმებმა სამედიცინი დახმარება აღმოუჩინეს და მეორე ტაიმში იგი საკუთარ გუნდს ხელმძღვანელობდა.

2009 – ჩოგბურთში ავსტრალიის ღია პირველობაზე მამაკაცთა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი, არგენტინელი დავიდ ნალბანდიანი განუთესავ ჩინელ ლუ იენ სუნთან 6-4, 5-7, 4-6, 6-4, 6-2 დამარცხდა.

2009 – აშშ-ის საკალათბურთო-საუნივერსიტეტო ლიგაში (NჩAA) ნიუ ჯერსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გუნდმა ზედიზედ 57 წაგების შემდეგ ბრაინტის კოლეჯის გუნდს 61:51 სძლია. ნიუ ჯერსელებს მანამდე ბოკოჯერ 2007 წლის 19 თებერვალს მოეგოთ.

2013 - როჯერ ფედერერმა ზედიზედ ოცდამეთხუთმეტედ მოახერხა დიდი სლემის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა. ეს სერია 2004 წლის “უიმბლდონზე” დაიწყო (რომელიც როჯერის გამარჯვებით დასრულდა) და 2013 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზეც გაგრძელდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1873 – ერნსტ ნიდჰემი. მეცხრამეტე საუკუნის დასასრულის და მეოცეს დასაწყისის ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი და კრიკეტისტი. ამპლუით ნახევარმცველმა ინგლისის საფეხბურთო ლიგის 464 მატჩში გაიტანა 49 გოლი.

1901 – რიკარდო ზამორა. ლეგენდარული ესპანელი მეკარე. იცავდა ”ბარსელონას”, ”ესპანიოლისა” და მადრიდის ”რეალის” ღირსებას. პირველ ორ გუნდთან ერთად მოიპოვა ესპანეთის სამეფო თასი, ხოლო ”რეალის” მიერ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში (1932) მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. რიკარდო ზამორა 1920 წლის ოლიმპიადის ვერცხლის მედლის მფლობელია. 1929 წელს ესპანეთის ნაკრების რიგებში ინგლისელთა დამარცხებაში მიიღო მონაწილეობა (4:3). ესპანეთი პირველი არაბრიტანული ნაკრები გახდა, რომელმაც ინგლისის ეროვნული გუნდის დამარცხება მოახერხა. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ზამორა ესპანურ კლუბებს წვრთნიდა. რიკარდო ზამორა ბარსელონაში 1978 წლის 15 სექტემბერს გარდაიცვალა.

1904 – ჰერარდუს ჰენდრიკუს ვან ჰეელი. ჰოლანდიის ნაკრებისა და როტერდამის “ფეიენოორდის” კაპიტანი 1920-30-იან წლებში. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე.

1918 – ჯეიმს ჰაგენი. ინგლისელი ფეხბურთელი (ფორვარდი) და მწვრთნელი. წვრთნიდა ლისაბონის “ბენფიკას” და გუნდი სამჯერ გახადა პორტუგალიის ჩემპიონი.

1923 – მანუელ პაინიო. 1940-50-იან წლებში ესპანეთის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი. ორჯერ გახდა პრიმერა დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირი.

1925 – ალექსანდრ ფორბსი. შოტლანდიის ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი. 1940-50-იან წლებში “არსენალში” ჩაატარა 217 მატჩი. ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი.

1926 – კაზის პეტკიავიჩუსი. ლიტველი კალათბურთელი. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში 1952 და 1956 წლების ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ვერცხლის მედლები. პეტკიავიჩუსი ევროპის 1947 და 1953 წლების ჩემპიონია.

1932 – ბორის შახლინი. საბჭოთა ტანმოვარჯიშე. სპორტულ ტანვარჯიშში 1956, 1960 და 1964 წლების ოლიმპიადებზე მოპოვებული აქვს ოქროს მედლები.

1940 – ჯეკ უილიამ ნიკლაუსი. ამერიკელი გოლფისტი. 20 წლის განმავლობაში პლანეტის საუკეთესო გოლფისტი იყო.

1941 – ამირან სხიერელი. თბილისის ”დინამოსა” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კალათბურთელი (200 სმ). 1962 წლის ჩემპიონთა თასის მფლობელი. მოგებული აქვს საბჭოთა კავშირის ჩემპიონობა (1968) და თასი (1969). მოგებული აქვს საკავშირო პირველობების ვერცხლისა (1969) და ბრინჯაოს (1965) მედლები. თასების თასის ფინალისტი (1969). იყო თბილისის ”დინამოს” კაპიტანი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოსვლისას ამირან სხიერელი ევროპის ჩემპიონი გახდა (1965). აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა თბილისის ”დინამოს” და მინიჭებული აქვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება. ღირსების ორდენის კავალერი.

1947 – ალექსანდრ გუსევი. საბჭოთა კავშირის ჰოკეისტთა ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს მცველი. ნაკრებში გამოდიოდა ”დინამოელ” ვალერი ვასილიევთან წყვილში. გუსევი 1976 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონია. მსოფლიოს, ევროპისა და სსრკ-ის მრავალგზის ჩემპიონი.

1947 – ჯუზეპე სავოლდი. იტალიის ნაკრებისა და ნეაპოლის “ნაპოლის” ფორვარდი. 1973 წელს გახდა სერია A-ს საუკეთესო ბომბარდირი.

1954 – ფილ ტომპსონი. ინგლისის ნაკრებისა და “ლივერპულის” მცველი. სამჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, ორჯერ უეფას თასი. ტომპსონი ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. იყო “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტი და ჟერარ ულიეს ავადმყოფობის დროს მთავარი მწვრთნელის ფუნქციებსაც ასრულებდა.

1959 – სერგეი ალიფერენკო. რუსი ტყვიის მსროლელი. 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1959 – ალექს მაკლიში. შოტლანდიის ნაკრებისა და “აბერდინის” მცველი და ნახევარმცველი. ფეხბურთელობისას მრავალგზის აქვს მოგებული შოტლანდიის ჩემპიონობა, 1982 წელს კი “აბერდინთან” ერთად თასების თასს ფლობდა. წვრთნიდა “რეინჯერსს” და გლაზგოელებს არაერთი საჩემპიონო ტიტული მოაპოვებინა. იყო შოტლანდიის ეროვნული გუნდის დამრიგებელი.

1963 – დეტლეფ შრემფი. პირველი გერმანელი, რომელმაც ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში იასპარეზა. გამოდიოდა ”დალას მავერიკსში”, ”ინდიანა პეისერზსა” და ”სიეტლ სუპერსონიკსში”.

1963 – ჰაკიმ ოლაჯოუნი. ნიგერიელი წარმოშობის ამერიკელი კალათბურთელი. ”დრიმ თიმის” შემადგენლობაში 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. ”ჰიუსტონ როკითსის” შემადგენლობაში 1994 და 1995 წლებში გახდა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი. 1994 წელს დაასახელეს ასოციაციის უძლიერეს მოთამაშედ. ოლაჯოუნმა 12-ჯერ იასპარეზა NBA-ს ”ყველა ვარსკვლავის” მატჩში. ჰაკიმ ოლაჯუონი შეყვანილია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის 50 უძლიერეს მოთამაშეთა სიაში.

1970 – ალენ ბოქშიჩი. ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში ტრავმის გამო ვერ იასპარეზა. 2002 წლის მუნდიალის მონაწილე. ნაკრების 40 შეხვედრაში გაიტანა 10 გოლი. გამოდიოდა იტალიურ, ფრანგულ და ინგლისურ კლუბებში. “იუვენტუსთან” ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა.

1974 – ხარის მუეძინოვიჩი. ბოსნია-ჰერცეგოვინას საკალათბურთო ნაკრებისა და ათენის ”პანათინაიკოსის” მძიმე ფორვარდი (205 სმ). ევროპის ჩემპიონატის მონაწილე.

1975 – ნიკი ბატი. ინგლისის ნაკრების, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ნიუკასლის” ნახევარმცველი. მანჩესტერელთა რიგებში გამოსვლისას ინგლისის შვიდგზის ჩემპიონი და ასოციაციის თასის ოთხგზის მფლობელი გახდა. 1999 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა. “მანჩესტერის” შემადგენლობაში ჩაატარა 270 მატჩი, გაიტანა 21 გოლი.

1977 – ფილიპ ნევილი. ინგლისის ნაკრებისა და ”მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი. ”ოლდ ტრაფორდელთა” ღირსების დაცვისას მოგებული აქვს ჩემპიონთა ლიგა, ინგლისის პრემიერლიგა (ექვსჯერ) და ქვეყნის ასოციაციის თასი (სამჯერ). ამჟამად გამოდიოდა “ევერტონშიც”.

ამ დღეს გარდაიცვალა

2013 - 76 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, “სამპდორიას” პრეზიდენტი რიკარდო გარონე გარდაიცვალა.გარონე “სამპდორიას” სათავეში 2002 წელს ჩაუდგა და პირველივე სეზონში, გენუელები სერია A-ში გადავიდნენ. გარონეს პრეზიდენტობის დროს, “სამპდორიასთვის” ყველაზე წარმატებული 2009-10 წლების სეზონი იყო, როდესაც გენუელებმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113062