ფეხბურთი

1:30 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო "მანჩესტერში" რონალდუს ტრანსფერს დათანხმდა

“მანჩესტერ იუნაიტედში” შესაძლოა კრიშტიანუ რონალდუ დაბრუნდეს. La Sexta-ს ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს ფლორენტინო პერესთან უთანხმოება აქვს და ზაფხულში მადრიდის დატოვებას სერიოზულად განიხილავს. რონალდუს “მანჩესტერში” დაბრუნება უნდა.

აღსანიშნავია, რომ “წითელი ეშმაკების” მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თანამემამულის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო და თანახმაა, რომ კლუბმა ზაფხულში კრიშტიანუ შეიძინოს.

მოურინიო და რონალდუ “რეალში” 2010-2013 წლებში მუშაობდნენ. მაშინ, პორტუგალიელ მწვრთნელს გუნდის რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან კონფლიქტი ჰქონდა და მათ შორის, რონალდუსთანაც.

32 წლის კრიშტიანუ “მანჩესტერში” 2003-2009 წლებში თამაშობდა და “სამეფო კლუბში” 94 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11121