ფეხბურთი

0:30 | 19.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

'ბილბაომ' უილიამსი 2025 წლამდე დაიბევა

ესპანელმა ნახევარმცველმა ინიაკი უილიამსმა 'ბილბაოსთან' ხელშეკრულება გაახანგრძლივა. ბასკური კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელი 'სან მამესზე' 2025 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.

ინიაკი 'ბილბაოს' საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და პირველი შავკანიანი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც 'ლომების' მაისური მოირგო. ის ბასკური კლუბის ძირითად გუნდში 2015 წელს გამოჩნდა.

უილიამსმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 'ბილბაოს' მაისური 29-ჯერ მოირგო, 6 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112059