ფეხბურთი

23:00 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს ქომაგებმა კავანის გამო ნეიმარს დაუსტვინეს

ედინსონ კავანიმ პსჟ-ს მაისურით 156 გოლის გატანა შეძლო და ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ფრანგული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია. ურუგვაელს რეკორდის ერთპიროვნულად ხელში ჩაგდება მომდევნო გოლზეც შეეძლება.

უფრო მეტიც, კავანის ეს შანსი “დიჟონთან” (8:0) მატჩში ჰქონდა. 82-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 7:0 იყო, სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა. ყველა მოელოდა, რომ ბურთთან კავანი მივიდოდა და იბრაჰიმოვიჩის რეკორდს მოხსნიდა, მაგრამ ნეიმარმა თანაგუნდელს თერთმეტრიანის დარტყმა არ დაუთმო.

ბრაზილიელმა გაიტანა და პოკერი შეასრულა, მაგრამ კავანის რეკორდის დამყარების შესაძლებლობა სამომავლოდ გადაედო. L’Equipe-ს ინფორმაციით, მატჩის შემდეგ “პარი სენ ჟერმენის” გულშემატკივრებმა ნეიმარს საქციელი არ მოუწონეს და უსტვინეს, რომ თერთმეტმეტრიანის დარტყმა კავანის არ დაუთმო.

შეგახსენებთ, რომ ედინსონ კავანისა და ნეიმარს შორის პენალტის შესრულების თაობაზე სეზონის დასაწყისში არაერთხელ დაიწერა და ითქვა.

0.108016