ჩოგბურთი

21:30 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

შარაპოვა კერბერს შეხვდება

დიდი სლემის 5-გზის ჩემპიონი მარია შარაპოვა ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში გერმანელ ანჟელიკა კერბერს შეხვდება.

1/32-ფინალში მარიამ ლატვიელი ანასტასია სევასტოვა 6:1, 7:6 დაამარცხა. მატჩი საათსა და 23 წუთს გაგრძელდა. მეორე სეტში შარაპოვამ ტაი ბრეიკზე 7:4 იმარჯვა.

შარაპოვა - კერბერის მატჩი 20 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში რუსი გერმანელს 4:3-ს უგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102226