ჩოგბურთი

19:46 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონი წინ მიიწევს

ავსტრალიის ღია პირველობის მეორე წრეში როჯერ ფედერერმა გერმანელი იან-ლეონარდ შტრუფი 6:4, 6:4, 7:6 დაამარცხა.

ანგარიშის მიუხედავად, როჯერმა მაინც იოლად იმარჯვა. პირველ ორ სეტში ფედერერმა თითო-თითო ბრეიკით მოიგო ისე, რომ მეტოქეს შვეიცარიელის ჩაწოდების მოგების შანსიც კი არ ჰქონდა. მესამე პარტიაში კი საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, სადაც გამოცდილებამ თავისი გაიტანა და როჯერმა 7:4 გაიმარჯვა.

მომდევნო ეტაპზე ფედერერის მეტოქე ფრანგი რიშარ გასკე იქნება, მატჩი 20 იანვარს თბილისის დროით 04:00 საათზეა ჩანიშნული. ურთიერთშეხვედრებში როჯერი გასკეს 17:2-ს უგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109795