თამაშგარე

17:22 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ედენ აზარის თითით საჩვენებელი ოჯახის ამბავი

ლონდონის “ჩელსიში“ მეტად თვალსაამოდ მობურთალი ბელგიელი ფეხბურთელის, ედენ აზარის ოჯახური ცხოვრება და სიმყუდროვე სანიმუშოა არამხოლოდ საფეხბურთო სამყაროში, ამ სამყაროს მიღმაც კი, რადგან ედენი და მისი მეუღლე, ნატაშა ვან ჰონაკერი უბრალოდ არავის აძლევენ ზედმეტის თქმის შანსსა და მიზეზს.

ედენ აზარი და მისი მეუღლე სიყმაწვილიდან დაქორწინებულნი არიან და უკვე სამი შვილიც ჰყავთ, რომლებიც მშობლების თქმით, განსაკუთრებულად თბილ ოჯახურ გარემოში იზრდებიან, რადგან ამდენი ხნის განმავლობაში აზარების ოჯახში არათუ ზედმეტი არ თქმულა, სულ სიტკბოება და ჩიტების ჟღურტულია.

აღარაფერს ვიტყვით იმაზე, რადგან ისედაც ცხადია, რომ ნატალია ვან ჰონაკერისგან ყოველგვარი ეპატაჟურობა და ფოტოკამერების წინ თამამად წამოპლაკვა შორს დგას. ამიტომაც, ამ ოჯახზე ბელგიისა თუ ბრიტანეთის ბულვარული მედია თითქმის არაფერს წერს და თუ წერს მხოლოდ დადებით რამე–რუმეებს. ჩვენც რაღა უნდა ვთქვათ? ედენ აზარი ეძახეთ თქვენ და...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116774