ფეხბურთი

12:46 | 18.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

მათე ცინცაძის სავარაუდო ტრანსფერი

პოლონური “პოგონის” ქართველმა ნახევარმცველმა მათე ცინცაძემ, შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს. მისით დაინტერესებულია ასევე პოლონური “სანდეცია”.

ცინცაძეს “პოგონში” სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, თუმცა ამის მიზეზი ტრავმაც იყო. ასეა თუ ისე, თამაში არ უწევდა.

“სანდეციაც” და “პოგონიც” პოლონეთის უმაღლესი ლიგის აუტსაიდერთა შორის არიან. “პოგონი” ბოლოზეა, ხოლო “სანდეცია” – ბოლოდან მესამეზე.

შეგახსენებთ, ცინცაძე თბილისის “დინამოდან” გადავიდა პოლონურ ლიგაში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1155