თამაშგარე

10:39 | 17.01.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანამარია რაკოშის საამო ამბიციურობა

ევროპაში ბოლო დროს დამკვიდრებულ მოდურ ტენდენციას შესანიშნავად აუღო ალღო უნგრელმა მოდელმა, ოთხი წლის წინ “მის უნგრეთად“ დასახელებულმა ლამაზმანმა, ანამარია რაკოშმა და თავი სრულიად უნგრეთის საფეხბურთო ნაკრების თილისმად გამოაცხადა.

თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელ წლებში საკუთარი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების თილისმის სტატუსისათვის ბრძოლა არაერთ ქვეყანაშია გაჩაღებული და ეს წოდება მრავალი კეკლუცი ასულისათვის მიმავალი წარმატებების “გასაღებიც“ გახდა.

წარმოდგენილი ფოტოებიდანაც დაასკვნით, რომ ანამარია რაკოში არავისზე ნაკლები გოგო არაა და არაფერია გასაკვირი იმაში, ლამაზმანმრავალ უნგრეთში ასეთ ასულს ამბიციები თუ მოეძალება. მით უმეტეს, რომ ანამარიას ეს ამბიციურობა მრავალ ადამიანს გვახარებს და გვახალისებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140034